საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა" > ბეჭდვა > 2017 წელს Etaloni.ge-ში ჩართული ყველაზე აქტიური მუნიციპალიტეტები
მთავარი > ახალი ამბები / საინტერესო > 2017 წელს Etaloni.ge-ში ჩართული ყველაზე აქტიური მუნიციპალიტეტები

2017 წელს Etaloni.ge-ში ჩართული ყველაზე აქტიური მუნიციპალიტეტები


1-01-2018, 12:49. ავტორი: jikhatv
საგანმანათლებლო სექტორის პოპულარიზაციისა და გააქტიურების საიტი - Etaloni.ge უკვე ორი წელია, რაც აქტიურად და წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს მასშტაბით არსებულ დიდ თუ მცირეკონტინგენტიან, საჯარო თუ კერძო სკოლებთან.
ამ ხნის განმავლობაში ჩვენი პროექტით არაერთი სკოლის, მასწავლებლის, მოსწავლისა თუ მშობლის შესახებ 100 ათასობით ადამიანმა შეიტყო, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
გთავაზობთ 2017 წელს Etaloni.ge-ში ჩართულ ყველაზე აქტიურ მუნიციპალიტეტებს.
ესენია: წალენჯიხა, წყალტუბო, მესტია, ხარაგაული, მარტვილი, თერჯოლა, ხონი, ყვარელი.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია:
„Etaloni.ge-ში მუნიციპალიტეტის სკოლების თითქმის 90%-ია ჩართული. პროექტი მოსწავლეებს ტექნოლოგიური სიახლეების შესწავლაში დაეხმარა. სხვადასხვა სკოლის, რაიონის, მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის ურთიერთობა აღდგა და გამყარდა. ბავშვები ერთმანეთთან ინფორმაციას ცვლიან, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია.
მშობლები ძალიან დაინტერესდნენ ახალი ინოვაციური პროექტით, Izrune.ge-ით. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს სკოლისა და მშობლის ურთიერთობების გაუმჯობესებას. ჩვენთან განათლების ხარისხი ამაღლდა. „ეტალონის“ პროექტ
ებზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ. ნებისმიერი პროექტი, რომელსაც მომავალში „ეტალონი“ წარმოგვიდგენს, რომელიც ახალგაზრდებში ცოდნის ამაღლებას მოემსახურება, მისასალმებელია და მხარდასაჭერი. “
 2017 წელს Etaloni.ge-ში ჩართული ყველაზე აქტიური მუნიციპალიტეტები

 2017 წელს Etaloni.ge-ში ჩართული ყველაზე აქტიური მუნიციპალიტეტები

 2017 წელს Etaloni.ge-ში ჩართული ყველაზე აქტიური მუნიციპალიტეტები
скачать dle 10.3фильмы бесплатно
უკან დაბრუნება
საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა" www.jikhatv.ge