წალენჯიხის ახალმა გამგებელმა ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტზე მოხვედრისათვის ბრძოლაში "ქარტული ოცნების" კანდიდატმა ბესიკ ფარცვანიამ გაიმარჯვა. ის საკუთარი ფეისბუქგვერდის დახმარებით მადლობას უხდის წალენჯიხელ ამომრჩევლებს ნდობისთვის და ჰპირდება ყველანაირად გაამართლოს ის მოლოდინი, რომელიც თითოეულ წალენჯიხელს აქვს მის მიმართ.
"მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ყველა იმ ამომრჩეველს, რომელმაც გამოხატა მოქალაქეობრივი პოზიცია და მოვიდა არჩევნებზე, მიუხედავა მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. ეს აქტივობა მეტყველებს ჩვენი საზოგადოების მაღალ პოლიტიკურ შეგნებაზე.
განსაკუთრებული მადლობა ჩემს წალენჯიხელებს, რომლებმაც ძალიან დიდი ნდობა გამომიცხადეს. მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ტვირთს, რომელთანაც მომიწევს შეჭიდება, მაგრამ თქვენთან ერთად ვეცდები ყველა დაბრკოლება და წინააღმდეგობა გადავლახო ჩვენი მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ. ყველანაირად ვეცდები გავამართლო ის მოლოდინი, რომელიც თითოეულ წალენჯიხელს აქვს ჩემს მიმართ. ერათად ვიაროთ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებისკენ, რომელსაც ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა ქვია.
უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!"
ბესო ფარცვანიაскачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.