ბიძინა ივანიშვილი აფხაზებს მაღალი დონის სასტუმროსა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობას სთავაზობს » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აფხაზებს მაღალი დონის სასტუმროსა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობას სთავაზობს.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა რუსთავში, გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" განაცხადა, თუ აფხაზების კეთილი ნება იქნება და მის შეთავაზებას დათანხმდებიან, სასტუმროდან მიღებული ყველა მოგება ადგილობრივ ინფრასტრუქტურას და მოსახლეობის კეთილდღეობას მოხმარდებოდა.
“ჩვენს აფხაზ ძმებს გამყოფ ხაზს იქეთაც ვთავაზობ საქმიან წინადადებას, თუ მათი კეთილი ნება იქნება მაღალი დონის სასტუმროს ავაშენებდი, ბოტანიკურ ბაღსაც. უფრო მასშტაბურიც შეიძლებოდა გამყოფ ხაზს იქეთ აშენებულიყო. ამავდროულად, სასტუმროდან მიღებული ყველა მოგება ადგილობრივ ინფრასტრუქტურას და მოსახლეობის კეთილდღეობას მოხმარდებოდა. ამით საფუძველი ჩაეყრებოდა ჩვენი ურთიერთობების აღდგენას. უნდა დავიბრუნოთ ის ნდობა, რაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გაგვაჩნდა. იყო მცდელობა, ხმა მიგვეწვდინა, რეაქცია როგორი იყო, არ ვარ საქმის კურსში. ვფიქრობ, ვერ მოხდა ამ საკითხის შეჯერება. წინადადება იმდენად ჰუმანურია, არ მგონია, პოზიტიურის გარდა, სხვა რეაქცია მოჰყვეს“,-განაცხადა ივანიშვილმა.
წყარო: http://2030.news/скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.