"ნიკა გვარამიამ თავად ჩაიწერა და გამოაქვეყნა ბურჭულაძესთან საუბარი" » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ბურჭულაძისა და გვარამიას სატელეფონო ჩანაწერის გამოქვეყნების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ,,ან სხვა ქვეყანას მიუწვდებოდა ხელი ამ სატელეფონო საუბარზე , ან ნიკა გვარამიამ თავად ჩაიწერა და გამოაქვეყნა ბურჭულაძესთან საუბარი”.

"სუს აქვს ყველაზე დიდი რესურსი რომ მოუსმინოს, მაგრამ ამას უნდა მტკიცებულებები. ამერიკაში ესაუბრებოდა როგორც ვიცი და ასეთი ზარების მოსმენა სხვა პატარა ქვეყნებსაც შეუძლიათ თავისუფლად ტექნიკა ისე განვითარდა.

ხელისუფლება კი არ უნდა დავადანაშაულოთ, უნდა მოვთხოვოთ რომ გააკეთოს გამოძიება. ეჭვი რომ არსებობდეს შეიძლება, მაგრამ ხელისუფლება რომ დავადანაშაულოთ ასე არ შეიძლება თან ვინ ადანაშაულებს- ნიკა გვარამია. თავად იყო პროკურირს მოადგილე. მერე საიდან მოხდა ამ ტელევიზიაში და როგორ კბილებით იცავს და როგორ საუბრობს აღმაშფოთებელია. ეს ჩანაწერი რომაა ნამდვილი ამით ეჭვსაც აღრმავებს რომ მას ეს უნდოდა რომ,, ნაციონალებისთვის“ ეჩვენებინა თავის ვაჟკაცობა. მანვე გაავრცელა და მას შეეძლო თავის ჩანაწერი სგავრცელება,“-ამბობს ივანიშვილი.

მისივე თქმით, ივანიშვილის ხელისუფების ხელწერაა ასეთ დროს გუნდის წევრების დასჯაც, ივანიშვილმა მაგალითად გელა ხვედელიძე მოიყვანა, რომელიც ,,ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი იყო, მაგრამ ის გაუშვეს გუნდიდან.

,,თუ გახსოვთ ხვედელიძე, დღესაც ტკივილით ვიხსენებ. გელა ხვედელიძე შტაბის უფროსი იყო და მაგათი ჩანაწერი რომ გამოაქვეყნა მაგისთვის არ დავზოგეთ. ერთი შემთხვევა გაქვთ, რომ ხელისუფლებამ არასანქცირებული მიყურადება განახორციელა,“-ამბობს ივანიშვილი.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.