"რესპუბლიკელებმა" მარგველაშვილს დათვური სამსახური გაუწიეს" » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სამეგრელოში, გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან", ეს განცხადება გააკეთა:

"რესპუბლიკურ პარტიას არ აქვს ინტელექტუალური რესურსი იმაზე მეტი, რომ სახელმწიფოზე იფიქრონ. მთელს რესურსს ახმარენ საკუთარ პარტიას. კარგი მაგალითი მათთვისვე საჩვენებლად - როდესაც მარგველაშვილი გამოვიდა ოფისიდან და შევიდა სააკაშვილის სასახლეში, სანამ ტელევიზიით გამოვიდოდი, უსუფაშვილს შევხვდი და მას არგუმენტიც არ დარჩა, რომ გარდა კრიტიკისა, არ შეიძლებოდა ამის ასე გაშვება. უნდა გვეთქვა, რაც სწორია, უნდა გვეთქვა, რომ ის კაცი უკანონოდ შევიდა ამ სასახლეში და იყენებს 6-ჯერ დიდ სასახლეს, რაც მას არ სჭირდება და წელიწადში ხარჯავს 10 მილიონს დამატებით მოსახლეობის ფულს.

ამაზე, მიუხედავად იმისა, რომ არგუმენტი არ დარჩა უსუფაშვილს, გამოვიდა საჯაროდ, გააპრავა - იმიტომ, რომ ეძებდა დამატებით რესურსს მარგველაშვილის სახით. რა მიიღო, ვნახეთ პრინციპში. ამით მათ მარგველაშვილ დათვური სამსახური გაუწიეს.

პრაქტიკულად, მარგველაშვილმა თავი გაინულა, როგორც პოლიტიკოსმა. დავით ბერძენიშვილი ამბობდა, რომ არ უნდოდა დაეკნინებინა პრეზიდენტის ინსტიტუტი, ამაყობდა ამით. ეს აბსურდია. მე პირიქით მგონია, გასაძლიერებლად უნდა მიანიშნო პრეზიდენტს. მარგველაშვილს თვითონ ვერ გაურკვევია, რა უნდა. ამათაც ვერ დაეხმარა," - განაცხადა ივანიშვილმა.


წყარო: presa.geскачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.