"დავით ნარმანიას კომუნიკაციის პრობლემა აქვს" » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის ეთერში ახალი გადაცემა "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ბათუმში, აჭარელ ჟურნალისტებთან შეხვედრით დაიწყო.

ყოფილი პრემიერმა, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა "საინტერესო განცხადებებით", საზოგადოება დღესაც "გაანებივრა".

ივანიშვილი "ქართული ოცნების" მმართველობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საუბედუროდ, დღეს ის ერთადერთი პარტიაა, რომელსაც სტანდარტებით შეუძლია მართვა.

"ქართული ოცნება არ არის ჩემთვის დოგმა და რაღაც პარტია, რომელზეც მე ვოცნებობ და მხოლოდ მას ვუყურებ მუხლებში, ის არის დღეს საუბედუროდ ერთადერთი, ვისაც შეუძლია ქვეყნის იმ სტანდარტებით მართვა და ამიტომაც ვუჭერ მხარს. თუ ქართული ოცნება, ისევე როგორც სააკაშვილი, თავის დროზე ბევრ რაღაცაში მადლობას მიხდიდა და ვეუბნებოდი - "მადლობას ნუ მიხდი, მე ამას საშენოდ არ ვაკეთებ, სანამ შენ ჩემი ქვეყნისთვის სასარგებლოდ იქცევი, სანამ პოზიტიურად მიგყავს ქვეყანა, მე მხარს შეგიდგამ და დაგიდგები თუ არა და, პირველი მე დაგიდგები წინ" და მოხდა საუბედუროდ, ეს ასე. ქართული ოცნება და კვირიკაშვილი დღეს ამას არანაირად არ იმსახურებს, მაგრამ ზოგადად შემიძლია, ვთქვა, თუ ეს სტანდარტები დაირღვევა, მე ძალიან ვამაყობ, რომ კარგი ანალიზი შემიძლია და შემიძლია, კრიტიკულად შევაფასო სიტუაცია და სხვაზე ადრე დავინახავ ან სხვასთან ერთად, პირველ რიგში დავინახავ, არ არსებობს, რომ ვინმე დავზოგო და არ გამოვიდე და არ ვთქვა."

ექს-პრემიერი შეეხო თბილისის მერიაში მიმდინარე მოვლენებსაც და განაცხადა, რომ დავით ნარმანიას კომუნიკაციის პრობლემა აქვს:

"ბოლოს რაც მოხდა, გამოჩნდა, რომ ნარმანიას საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა აქვს. არ მომეწონა, როგორც მიმართა, ის ფრაზა(ვირიშვილო მაიმუნო). ცოტა პრობლემა არის ამ მხრივ."

მან საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებაც ისაუბრა. ივანიშვილის აზრით, სასამართლო ნელ-ნელა აღწევს თავს "ნაციონალური მოძრაობის" ჩაგვრას.

"ძალიან კარგად ჩანს, რომ საერთო სასამართლო და, მგონი, საბედნიეროდ, საკონსტიტუციო სასამართლოც თავს აღწევს ნაციონალური მოძრაობის უხეშ მმართველობას და მის ჩარევას. პაპუაშვილის წასვლამდე, მემგონი, მოსამართლეების ნაწილმა იგრძნეს თავისუფლება. არ მაქვს სურვილი, ჩავიდე დაწვრილებით და გავაანალიზო."скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.