"სუხიშვილებმა" ყირიმში კონცერტის გამართვაზე უარი თქვეს » საინფორაციო ცენტრი "ჯიხა"
"სუხიშვილებმა" ყირიმში კონცერტის გამართვაზე უარი თქვეს. ქართული ეროვნული ბალეტის წარმომადგენლების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი 7 წელი ზედიზედ მართავდნენ კონცერტებს ყირიმში, ახლა არ სურთ რუსეთში იცეკვონ.

"დღეს დაგვიკავშირდნენ ყირიმიდან. კონცერტები უნდათ სევასტოპოლში და სიმფეროპოლში. 2007 წლიდან 2014 წლამდე ყოველ წელს ვმართავდით ყირიმში კონცერტებს. ამჯერად შემოტავაზებაზე მარტივად ვუპასუხეთ: "სუხიშვილები" უარს ვამბობთ რუსეთში და მით უფრო რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებში გასტროლებზე! Слава Украине! Героям слава!" - ნათქვამია სუხიშვილების ოფიციალურ facebook გვერდზე.

შეგახსენებთ, უკრაინული ნახევარკუნძული ყირიმის ანექსია რუსეთმა 2014 წელს განახორციელა.скачать dle 10.3фильмы бесплатно

ჩვენს შესახებ

ყველა სახის საინფორმაციო საშუალებებში პუბლიკაციების გამოყენება (გადაბეჭდვა) ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში რეგულირდება მხოლოდ წერილობითი შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე. ტელე და რადიო მედიის საშუალებების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს (საინფორმაციო ცენტრი "ჯიხა"") დასახელება. "ჯიხა"-ს პუბლიკაციების გამოყენება სხვა (ბეჭდვით ან ინტერნეტ) საინფორმაციო საშუალებებში წერილობითი თანხმობის გარეშე, ასევე პუბლიკაციების გამოყენება ტელე და რადიო საინფორმაციო საშუალებებში წყაროს მითითების გარეშე.